აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, ქვეყანაში COVID-19-ის დიაგნოზი 5 002 523 ადამიანს დაუსვეს.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს 162 455 პაციენტი ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალობის მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
COVID-19-ისგან ქვეყანაში 1 643 118 პაციენტი განიკურნა.