მაკრონმა მსოფლიოს ლიბანის დახმარებისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიბანის დახმარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე გააკეთა, რომლის მიზანიც ბეირუთში აფეთქების შედეგების ლიკვიდაციაა.
5-დღიან კონფერენციაში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც მიიღებს.
„დღეს მთავარია, სწრაფად და ეფექტიანად ვიმოქმედოთ, რათა ადგილზე კოორდინებულად და მაქსიმალურად ეფექტიანად დავეხმაროთ ლიბანელ ხალხს. ფსონზე ლიბანელი ხალხის მომავალია“, – განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ აფეთქების მიზეზები დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ უნდა დაადგინოს.