ბეირუთში, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბეირუთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეიჭნენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

დემონსტრანტების ჯგუფმა, რომელშიც ყოფილი სამხედროები არიან, იქ „რევოლუციის შტაბბინის“ შექმნის შესახებ განაცხადა.

მოქალაქეები ოთხი დღის წინ მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები