ჩეხეთში ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჩეხეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის სამი მცირეწლოვანია.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ხანძარი ბოჰუმინის დასახლებაში გაჩნდა, კორპუსის მე-11 სართულზე, საცხოვრებელ ბინაში.
უცნობია, რამ გამოიწვია აალება.
ხუთი ადამიანი, ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით, ფანჯრიდან გადახტა და მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.