,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრასა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთიდან იწყებს
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრასა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს.
პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11.00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.
წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი – ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების” სხვა ლიდერები დაესწრებიან.
ამავე დღეს, 14:00 საათზე ,, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის მოსახლეობას შეხვდებიან.