პრეზიდენტი ნიქოზის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სოფელ ზემო ნიქოზს ეწვია და მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეუფე ესაიამ პრეზიდენტს ჩაბრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ნიქოზის ეკლესიაში წესისამებრ ამ დღეს სრულდება და მნიშვნელოვანია, რომ მადლობა შევწიროთ იმ ახალგაზრდებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს დაცვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები