გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, მის მოადგილეებთან გიორგი ახვლედიანთან და ირაკლი ზარქუასთან, ასევე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბექა დავითულიანთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საკრებულოს თავმჯდომარემ გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ქვეყანა ოკუპაციას არასდროს შეეგუება.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ეს იყო უმძიმესი დღეები ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. შეიარაღებულ კონფლიქტს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ ტერიტორიების დაბრუნებას მშვიდობიანი გზით შევძლებთ” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.