გიორგი გახარია: დღევანდელ დღეს მაინც, ომის თემით სპეკულირება არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ ქვეყნისთვის დამაზიანებელიცაა

“8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, არამედ ქვეყნისთვის დამაზიანებელიცაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ აგვისტოში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს.
​„ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. ჩვენ, როცა 20 პროცენტის ოკუპირებაზე ვსაუბრობთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მხოლოდ მიწაზეა საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს, საქართველოში, ამ ომის შემდგომ გვყავს 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი. ეს არის ამ ომის შედეგი. ახლა რაც შეეხება მომავალს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი პოლიტიკა, გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება. მშვიდობა, ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე მაშინდელი რუსეთის ხელმძღვანელობის დავალებით, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის დავალებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები