პრემიერი: თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ქვეყანას, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ვალია, ახსოვდეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირები და პატივი მიაგოს მათ.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში უაღრესად მძიმე დღეა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ და გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა, ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და დღეს ეს ქართული სახელწმიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევაა. თითოეული ჩვენგანის ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, ვემსახუროთ ამ ქვეყანას, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს: ქვეყნის დეოკუპაციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.