„ეს ფილმი კიდევ ერთი უტყუარი ფურცელი იქნება საქართველოს ამ ისტორიულ კუთხეზე – სამაჩაბლოზე“

„ფილმ ,,ცხინვალი-1920“-ის შექმნის იდეა ყოველმხრივ მისასალმებელია, რაც კიდევ ერთი უტყუარი ფურცელი იქნება საქართველოს ისტორიულ კუთხეზე – სამაჩაბლოზე“, – ასე აფასებს ქართველი ისტორიკოსების მიერ დოკუმენტური ფილმის გადაღებას 1920 წლის ცხინვალის მოვლენებზე რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, მწერალი დავით შემოქმედელი.

„რუსული იმპერიის მიერ ისტორიული ქართული მიწა-წყლის – სამაჩაბლოს მოკვეთა საქართველოსგან ჩვენი ეროვნული ტრაგედიაა. სამწუხაროდ, დღიდან ოკუპაციისა და ინტერვენციისა, რუსული სპეცსამსახურების მიერ ხდება ისტორიული რეალობის გაყალბება. ამდენად, განსაკუთრებით მისასალმებელია, ამ მხრივ, ქართული მხარის ყოველი სასიკეთო მცდელობა.
ახალგაზრდა ისტორიკოსების მიერ ფილმ ,,ცხინვალი-1920“-ის შექმნის იდეა ყოველმხრივ მისასალმებელია, რაც კიდევ ერთი უტყუარი ფურცელი იქნება საქართველოს ამ ისტორიულ კუთხეზე.
სასურველია, ფილმში მეტი იყოს დოკუმენტური მასალა, ისტორიული ცნობა. წარმატებას ვუსურვებ შემოქმედებით ჯგუფს“, – აღნიშნავს დავით შემოქმედელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები