„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე მომუშავე 1324 თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა (ვიდეო)
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე მომუშავე 1324 თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა. ნიმუშები მარდალეიშვილის კვლევით ცენტრში გადაიგზავნა, რომლის პასუხებიც 24 საათში გახდება ცნობილი.
“ჯორჯიან მანგანეზი“ პანდემიის პირობეში, კარანტინის მიუხედავად, მუშაობას აქტიურად განაგრძობდა და სამუშაო პროცესი არცერთ ეტაპზე შეუწყვიტავს, რადგან ჩვენი საწარმოს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ ვაგრძელებთ ამ პროცესს, დღესდღეობით, მიმდინარეობს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე ტესტების ჩატარება. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო Geoortho-ს, რომელიც ამ პროცესში დაგვეხმარა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პრევენციული ღონისძიებების უწყვეტ რეჟიმში ჩატარების დამსახურებაა, რომ ჩვენს საწარმოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა გამოვლენილა“, – აღნიშნა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, ივა ხეთაგურმა.
კომპანია, ქვეყანაში არსებული კორონავირუსის ფონზე, თანამშრომლების სკრინინგს ყოველდღიურად ახორციელებს, PCR ტესტირებას კი – ყოველ ორ კვირაში ერთხელ.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. კომპანია მკაცრად იცავს საქართველოს მთავრობის განკარგულებებსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
ვიდეო იხილეთ ლინკზე – https://www.facebook.com/231291297445484/videos/338121220910134/?v=338121220910134