სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40 ათასს აღწევს

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 39 985 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ვირუსს კიდევ 5 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 777 ლეტალური შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება  სულ 32 ათასზე მეტმა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები