ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოჩნდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა უკვე 3 ნოემბერს იყოს ხელმისაწვდომი.

Reuters-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ მან რადიოეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შესაბამისი შინაარსის კითხვაზე, ტრამპმა თქვა:”ადრე, ვიდრე წლის ბოლოა, შესაძლოა ბევრად ადრე”.

რადიოწამყვანი დაინტერესდა, მოხდება თუ არა ეს 3 ნოემბრამდე, რაზეც აშშ-ის პირველმა პირმა თქვა:”ვფიქრობ, ცალკეულ შემთხვევებში ეს ადრეც არის შესაძლებელი, მაგრამ საშუალოდ ამ დროს”.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები