ევროკავშირი ბეირუთში აფეთქების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 33 მილიონზე მეტ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი ბეირუთის პორტში მომხდარის აფეთქების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად 33 მილიონზე მეტ ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
“კომისია გადაუდებელი საჭიროებებისთვის, სამედიცინო მხარდაჭერისა და ხელსაწყოებისთვის, ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღსადგენად კომისია 33 მილიონზე მეტი ევროს მობილიზებას მოახდენს. კომისია ასევე ჰუმანიტარული საჭიროებების განხილვას გააგრძელებს შემდგომი, შესაძლო დახმარების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 113 ადამიანი დაიღუპა, 4 ათასზე მეტი დაშავდა. გარდა ამისა, თავშესაფრის გარეშე 300 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი.
პირველადი შეფასებით, აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 5 მილიარდ დოლარს აღწევს.