ბელგიაში, ხორცის საწარმოში კორონავირუსის აფეთქებაა – 225 თანამშრომელი კარანტინშია
ბელგიაში, ხორცის ერთერთ საწარმოში კორონავირუსის აფეთქებაა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომპანია Westvlees-ის, სულ მცირე, 18-მა თანამშრომელმა “კოვიდ19”-ზე დადებითი პასუხი მიიღო, კიდევ 225 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
საწარმოში სულ 850-მდე ადამიანია დასაქმებული.
აღინიშნება, რომ განყოფილება, სადაც ვირუსის აფეთქება მოხდა, დროებით დაიხურება, თუმცა საწარმო მუშაობას გააგრძელებს, რადგან ამ განყოფილების თანამშრომლებს შენობაში მყოფ სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.
ქვეყნის კვების უსაფრთხოების ფედერალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ვირუსის საკვებით გადადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამიტომ აღნიშნული საწარმოს პროდუქცია უვნებელია.