Facebook-მა ტრამპის “პოსტი” წაშალა, Twitter-მა კი მისი გვერდი დაბლოკა

Facebook-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “პოსტი” პირველად წაშალა. ის  კორონავირუსს შეეხებოდა. წაშლილი “პოსტი” შეიცავდა Fox News-თვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელშიც ტრამპი ამბობს, რომ “კოვიდ-19” ბავშვებში თითქმის არ ვრცელდება. “Facebook-მა მოქმედი პრეზიდენტის “პოსტი” პირველად წაშალა ,”კოვიდ-19″-თან დაკავშირებით უზუსტო ინფორმაციის გამო”.

ამავე ვიდეოს გამო, მოგვიანებით, ტრამპის გვერდი Twitter-მა დაბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები