“თამარ ბაჩალიაშვილის დედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო” 

“პრაიმტაიმმა” თამარ ბაჩალიაშვილის მიერ სამართალდაცველებისთვის 9 წლის წინ მიცემული ჩვენება  გაავრცელა.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი 23 წლის თამარის დედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო.

„დედაჩემმა ვინაიდან იყო ცუდად ოთახის ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის ექიმებმაც აღმოუჩინეს პირველადი სასწრაფო დახმარება და შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა. სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა კი გამოიძახეს პოლიცია, რომლებიც მოვიდნენ რამდენიმე წუთში, რა დროსაც დედაჩემმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა რომ სცემა მეუღლემ“, – წერია ჩვენებაში.

აქვე ის დეტალურად ყვება, თუ რის ნიადაგზე იწყებოდა კონფლიქტი მშობლებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მსგავსი ქმედების გამო თამარის მამას შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ჰქონდა გამოწერილი.

მას სამი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ძალადობაში სდებდა ბრალს.

სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოების გამო გავრცელდა ხმები, ხომ არ უკავშირდება მომხდარი ოჯახში არსებულ პრობლემებს… მეზობლებს თუ დავეყრდნობით, გამოძიება დაინტერესებული იყო იმის გარკვევით, ჰქონდა თუ არა ადგილი ოჯახში კონფლიქტს და რამდენად ხშირად შეუნიშნავთ ადგილზე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. არ არის გამორიცხული გამოძიების ეს კითხვები და ეჭვები, სწორედ წარსულში თამარის მამასთან დაკავშირებულმა რამდენიმე ეპიზოდმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები