გია ვოლსკი: სააკაშვილს სურს, გუნდის წევრები დაუქვემდებაროს პირად ამბიციას და კიდევ ათასჯერ ხელი მოაწერინოს სისხლიან დანაშაულებზე, რაც მან საქართველოში ჩაიდინა

“იმ ფსიქიკის ადამიანისთვის, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, წესი არ არსებობს. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის თემასთან დაკავშირებით საუბარი აბსოლუტურად უადგილოა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს პირადი ამბიციები აქვს.
“იმ ფსიქიკის ადამიანისთვის, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, წესი არ არსებობს. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის თემასთან დაკავშირებით საუბარი აქ აბსოლუტურად უადგილოა. ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც არის შეპყრობილი ხიბლის ცოდვით. ესაა ის რეალობა, რომელსაც დღეს ვუყურებთ.
სააკაშვილი აშკარად ადასტურებს და ყოველდღიურად უფრო ინტენსიურად უსვამს ხაზს იმას, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც გარკვეულ პერიოდში სამსახურს უწევდა “ნაციონალურ მოძრაობას”, მათ შორის, “ევროპული საქართველოც”, მისთვის არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას. მას აქვს პირადი ამბიცია და უნდა, ყველაფერი, მათ შორის – თავისი გუნდის წევრებიც დაუქვემდებაროს ამ პირად ამბიციას და ხელი მოაწერინოს კიდევ ერთხელ და ათასჯერ იმ სისხლიან დანაშაულებებზე, რაც მან საქართველოში ჩაიდინა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეეთერში 2020 წლის არჩევნებისთვის საკუთარსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებზე ისაუბრა. ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, პასუხისგან თავი შეიკავა. „როცა საჭიროა, ყველა ყველაფერს გაიგებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები