ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ტაძრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ტაძრის გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ზარზმის მონასტრის დაზიანებული გუმბათის, ისტორიული წყაროს კონსერვაციასა და რეაბილიტაციას. ასევე მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თამარის წყაროსკენ მიმავალი ბილიკის მოწყობა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა
ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.
პროექტს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები