აშშ-ში ტროპიკულ შტორმს 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ტროპიკულ შტორმ “ისაიას” 4 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქია ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა და ყველაზე დიდი ზიანი ჩრდილოეთ კაროლინის შტატს მიაყენა.

ABC News-ის ინფორმაციით, ორი ადამიანი ჩრდილოეთ კაროლინაში, თითო-თითო ნიუ იორკსა და მერილენდში დაიღუპა. ასევე, დაზარალებულია ნიუ ჯერსის შტატიც.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სტიქიამ შესაძლოა, ძლიერი ქარი და გადაუღებელი წვიმა ვერმონტსა და ნიუ ჰემპშირში გამოიწვიოს. ამის შემდეგ შტორმი კანადისკენ გადაინაცვლებს.

3 მილიონზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

შტორმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები