ტრამპი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას “თავდასხმად” აფასებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქება არის თავდასხმა, რადგან, მისი თქმით, ასე ამერიკელი გენერლები მიიჩნევენ.
პრესკონფერენციაზე აშშ-ის ლიდერს ჰკითხეს, ნამდვილად მიიჩნევს თუ არა, რომ მოხდა სწორედ თავდასხმა, ტრამპმა თქვა – “დიახ, ყველაფერი მიუთითებს ამაზე, აფეთქების მახასიათებლებიდან გამომდინარე. ჩვენს ზოგიერთ შესანიშნავ გენერალს შევხვდი, ისინიც ასე ფიქრობენ. ეს არ იყო სამეწარმეო აფეთქების მაგვარი რამე. როგორც ჩანს, გენერლები მიიჩნევენ, რომ ეს თავდასხმა იყო, რომელიღაცა ბომბი”.
ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც სულ მცირე 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 ათასზე მეტი დაშავდა.
როგორც ლიბანის პრემიერ მინისტრმა, ჰასან დიაბმა განაცხადა, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.
ქვეყანაში 5 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადაა, ასევე, 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.