ტრეფიკინგი, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა – ვინ არის დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, დავუდ იბრაჰიმი, რომელიც სააკაშვილს შეხვდა

“კვირა” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს დაუკავშირდა, რომელიც 1990-2010 წელამდე სახელმწიფო დეპარტამენტში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა. მისი სპეციალიზაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიათა და აქ მიმდინარე პროცესთა კვლევა იყო.  ის და მისი ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობდნენ ისლამური ტერორიზმის კვლევების სფეროშიც და აქვეყნებდნენ სტატიებს ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Foreign Affairs, The National Interest და სხვა.  ჩვენმა რესპონდენტმა ანონიმურად დარჩენა ისურვა, რადგან იგი ერთერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში დღესაც გამოძიებითაა დაკავებული, კვლავ – პოსტსაბჭოთა და ჩრდილო ევროპულ სივრცეში.

-ბოლო დროს საქართველოში ძნელად გამოსაძიებელ, სისხლის სამართლისა თუ ეკონომიკური დანაშაულის გამოძიებისას მხარეები ხშირად მოითხოვენ, გამოძიება FBI-მ წარმართოს. რა შუაშია FBI საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა გამოძიებაში?

– ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვა ყველა გამოძიებისთვის შეიძლება, სასარგებლო იყოს. ამერიკაში ისლამურ ტერორიზმში კარგად გარკვეულ ექსპერტებს ეჭვი აქვთ, რომ  საქართველო ახლა უშიშროების ბევრი სხვადასხვა ქვეყნის ფირმის ოფისია.  ამ ფირმებში ხშირად ფორმდება არალეგალური ბიზნესების ტრანზაქციები, რომლებიც საიდუმლოდ უნდა შეინახოს. ბოლო ხანებში გამაჩნდა ინფორმაცია, რომ დავუდ იბრაჰიმის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც, ერთი მხრივ, კრიმინალური სინდიკატია, მეორე მხრივ კი უკვე დიდი ხანია, იარაღით ვაჭრობს ტერორისტებთან, მისი სახელი რამდენიმე ტერორისტულ აქტშია მითითებული – ბოლო 10 წლის განმავლობაში უფრო და უფრო დამკვიდრდება საქართველოს ტერიტორიაზე.  დავუდ იბრაჰიმის დანაშაულებრივი ჯგუფი ერთერთი უმსხვილესი დაჯგუფებაა და სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ მათ ნებისმიერი ადამიანი მოკლან და მთლიანად გაანადგურონ, ვინც გზაზე გადაეღობებათ. ისინი არიან კრიმინალებიც და ტერორისტებიც ერთსა და იმავე დროს. დავუდ იბრაჰიმის დანაშაულებრივი სინდიკატი  – D-Company  დღეისათვის ამგვარი ორგანიზაციების ტოპ ხუთეულში შედის. ამიტომაც, როდესაც არის ეჭვი, რომ საქართველოში მყოფი ორგანიზაციები და, მათ შორის, ზოგი კერძო ფირმა, რომელიც უშუალოდ მისი ბიზნესის ნაწილია, მაშინ გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა წავიდეს.  ეს საქმე აშკარად ჰგავს დავუდ იბრაჰიმის ჯგუფის გაკეთებულ სხვა შავ საქმეებს.

-ამჟამად დავუდი იბრაჰიმი რომელი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს?

– კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის ტრანს-ნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი. თვით დავუდ იბრაჰიმი ბომბეიში დაიბადა 1955 წელს მუსლიმურ ოჯახში.  1993 წლის მერე ის მჭიდრო კავშირშია ისლამისტ ტერორისტებთან და აგრეთვე საერთაშორისო სმაგლინგის ოპერაციების ერთერთი მამაა. ის მსოფლიოში 10 ყველაზე საშიშ კრიმნალთა რიცხვში შედის და, როგორც ამბობენ, ახლა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ცხოვრობს.  აქამდე იყო მოსაზრება, რომ ის პაკისტანს აფარებდა თავს. ამბობენ იმასაც, რომ მისი ოპერაციების ეპიცენტრად ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო იქცა. ის სააკაშვილს, დაზვერვის მონაცემების მიხედვით, ჯერ კიდევ 2013 წელს სოფელ ცხრუკეთში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ვიზიტის დროს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ დაალაგეს  კრიმინალური მარშრუტიც და საქმიანობის სფეროც, რომელიც ტრეფიკინგს, არალეგალური იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობას გულისხმობდა. ასე რომ, დავუდის კრიმინალური სინდიკატი ტრანს-ნაციონალურია და კონკრეტულად არცერთ ქვეყანაზე არ მუშაობს.  თუმცა დაუდი ეგრეთ წოდებული ,,ისლამური სახელმწიფოს“, ,,სევისებით“ აქტიურად სარგებლობს.  თავშესაფარი კი, როგორც ამბობენ, კრიმინალური დაჯგუფების ლიდერებს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში აქვთ.

– აქვს თუ არა კავშირი იბრაჰიმ დავუდს პრინც ზაედ ნაჰიანთან არაბეთის ემირატებში, რომელიც, თავის მხრივ, ასევე პატრონობს ,,ისლამურ სახელმწიფოს“?

-ყველა გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ამ პიროვნებებს შორის კავშირი არის.  თუმცა იქ დიდძალი კაპიტალი ტრიალებს.  მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში არაბულ ინტერესებს 800 მილიარდზე მეტი თანხა ლობიზმის საქმეში აქვთ ჩადებული და ნაყიდი ჰყავთ პრესის, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი. ამ გარემოებებმა მაინც ვერ შეაფერხა ცნობილი რეჟისორი – მაიკლ მური, რომ კრიმინალების კვალისთვის მიეგნო. დემოკრატია მაინც კარგი რამაა, თავისი უამრავი ნაკლით.  დამნაშავეები  საბოლოოდ მაინც ვერ დაიმალებიან.  ასე რომ, როგორც სპეცსამსახურთა მუშაობა, ისე ჟურნალისტური გამოძიებები აუცილებელია, მით უმეტეს, ასეთი ტრანსნაციონალური სინდიკატების წინააღმდეგ, რომელთა მთავარი მოღვაწეობის ცენტრი ახლა საქართველოა. სწორედ ამიტომ აქვს ეჭვი ბევრ ექსპერტს, რომ თამუნა ბაჩალიაშვილი სწორედ ამდაგვარი დამნაშავე ჯგუფების მოკლული შეიძლება, იყოს. დავუდის ჯგუფს კავშირი აქვს საქართველოში არსებულ ბევრ ასეთ პატარა ფირმასთან სხვადასხვა ინტერმედიარის საშუალებით.

– ვინ არიან საქართველოში დავუდის ტრანს ნაციონალური ჯგუფის მფარველები და მისი მოკავშირეები?

-მე შემიძლია, ვილაპარაკო მხოლოდ ანონიმურად და კონფიდენციალურ ინფორმაციებზე დაყრდნობით.  არის რამდენიმე ძლიერი ფიგურა, რომელიც გამოკვეთილია დავუდის მოკავშირედ საქართველოში იარაღისა და ნარკოტიკების გადაზიდვის დიდ საქმეში.  ახლანდელ ხელისუფლებასთან დაახლოებული არაოფიციალური პირები ამ საქმეში ჯერ კიდევ 2009 წლიდან არის ჩაბმული.  წინა ხელისუფლების მხრიდან კი უდესიანი და კეზერაშვილი კურირებდნენ ამ ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობას, როგორც ჩვენ ვიცით.  ისინი ახლა საქართველოს ტერიტორიაზე აღარ არიან.  დანაშაულებრივი ფული ბევრ ისეთ ადამიანს აერთიანებს, რომ წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, როგორ შეიძლება, მოხდეს ამ ადამიანების ,,კოჰაბიტაცია“.  მაგრამ სინამდვილეში დანაშაულს ეროვნება არ გააჩნია.

-რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ეს საშინელი მკვლელობები რომ გამოაშკარავდეს და ტერორისტები გამოავლინოს ?

-ამისთვის საჭიროა მეტი თანამშრომლობა საერთაშორისო ანტიტერორისტულ ცენტრებთან და ამავე დროს უფრო მეტი ღიაობა ასეთ საკითხებზე. ჩვენი პოზიცია ასეთია: რაც მეტი გამჭვირვალეობა იქნება იბრაჰიმ დავუდისა და მათი მსგავსი ფიგურების გამოსააშკარავებლად, მით უკეთესი იქნება ეს ნებისმიერი ქვეყნისათვის, მათ შორის – საქართველოსთვის.

​ია დანელია 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები