მსოფლიოში კორონავირუსს 700 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში კორონავირუსს 700 683 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემით, პლანეტაზე ვირუსის 18 541 862 დადასტურებული შემთხვევაა, ასევე, დაავადების დამარცხება 11 142 031-მაპირმა შეძლო.

ინფიცირების მაჩვენებლით, მსოფლიო სტატისტიკის პირველ სამეულშია აშშ, ბრაზილია და ინდოეთი; ლეტალური შემთხვევების რიცხვით, ასევე აშშ, ბრაზილია და მექსიკა ამყარებენ ანტირეკორდებს. ​

Reuters-ის მონაცემით, ყოველდღიურად მსოფლიოში კოვიდ19-ის დიაგნოზით, საშუალოდ, 5 900 ადამიანი კვდება, რაც ასევე საშუალო მაჩვენებლით ნიშნავს იმას, რომ გარდაცვალება ყოველ 15 წამს ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები