ლიბანში 5 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ლიბანის პრეზიდენტმა, ბეირუთში მომხდარი მასშტაბური აფეთქების, შემდეგ, შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობის მობილიზაცია გამოაცხადა და დაავალა, რომ სიტუაციის მოგვარებაში ჩაერთონ.
მან ასევე სამხედრო მოსამსახურეებს დაზარალებულ რაიონებში პატრულირება დაავალა, რათა უსაფრთხოება უზრუნველყონ. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღე გამოაცხადა. „წითელი ჯვრის“ ლიბანის სამსახურმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის დონორს მობილიზება სთხოვა.
CNN-ის ინფორმაციით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების ბიძგები 240 კილომეტრის მოშორებით მდებარე კვიპროსშიც იგრძნობოდა.
შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 10 და დაშავდა ასობით ადამიანი, ასევე ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები.