აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33 ათასს აღწევს

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 32 910 დადასტურებული შემთხვევაა.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსს ბოლო 24 საათში 5 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 588-ს მიაღწია.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, დაავადების დამარცხება 28 348-მა პირმა შეძლო, 4 089 მკურნალობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები