გიორგი ვაშაძე: როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერი, ვიქნებით ხალხის და არა – ბანკების სამსახურში

“სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად არჩევნებში გამარჯვებისთანავე, შეებრძოლება იმ დიდ უსამართლობას, რომელიც დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის ოცნებების პარტიასთან ერთად საბანკო სექტორმა”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ დაასახელა მიმართულებები, სადაც დღესდღეობით პრობლემებია.

„დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არის სესხებზე უსამართლოდ მაღალი პროცენტები. საბანკო მონოპოლიებმა, ფაქტობრივად, ხალხის ძარცვის ხარჯზე, დაიწყეს საშინელი მოგების ჩვენება. ივნისში, როცა ყველას გაუჭირდა ქვეყანაში კორონავირუსის გამო, ბანკების მოგებამ მხოლოდ დასახელებულ თვეში 133 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელია მაშინ, როცა გასულ წელს, იმავე პერიოდში მოგება დაახლოებით, 30 მლნ ლარი იყო. დამსხვრეული ოცნებების პარტიამ „ლიბერთი ბანკის“ ოფისს მისცა შესაძლებლობა, ძარცვონ საქართველოში ყველაზე გაჭირვებული ფენები- პენსიონრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ასევე მძიმე ვითარებაში არის ქართული ბიზნესი. არ არსებობს განვითარდეს ბიზნესი, რომელიც იღებს 15-პროცენტიან სესხს. ქართული ბანკები მსოფლიოში რეკორდულ ზემოგებას წერენ- 25 პროცენტს საკუთარ კაპიტალთან, მაშინ როცა 7-8 პროცენტი არის სხვა ქვეყნებში. მეორე მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და რომელსაც შევასრულებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ასეთია: 1-ლი იანვრიდან სულ მცირე, განახევრდება სესხის პროცენტი აბსოლუტურად ყველა სესხზე, რომელიც არის საქართველოში.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად არჩევნებში გამარჯვებისთანავე, შეებრძოლება იმ დიდ უსამართლობას, რომელიც დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის ოცნებების პარტიასთან ერთად გააკეთა საბანკო სექტორმა. მათ, თითქოს, მოქალაქეებს სესხები იმ პირობით გადაუვადეს, რომ სამიდან ექვსი თვის განმავლობაში პროცენტს არ გადაახდევინებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ისინი ხალხს ახდევინებენ პროცენტის პროცენტს. ეს უსამართლობა ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე.

როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში ივანიშვილის მსგავსად“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები