ესტონეთში კორონავირუსის მეორე ტალღაზე განაცხადეს

ესტონეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში ქვეყანაში “კოვიდ19”-ის მეორე ტალღის დაწყებაზე განაცხადეს.

ამის შესახებ გაზეთი Postimees-ი წერს.

“ჯანდაცვის დეპარტამენტის შეფასებით, უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ესტონეთში დაავადების მეორე ტალღაა დაწყებული”, – აღნიშნეს უწყებაში.

6 აგვისტოს ესტონეთის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ზომების გამკაცრებას გეგმავს.

ესტონეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 2 091 დადასტურებული შემთხვევაა, 63 პირი გარდაიცვალა, 1 937 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებაზე გერმანაშიც განაცხადეს. როგორც ქვეყნის ექიმთა კავშირის, Marburger Bund-ის თავჯდომარემ, ზუზანე იონამ აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო, თუმცა ის პირველზე გაცილებით სუსტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები