“საქმეში FBI-ის ჩართვა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოსო” – თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ოჯახმა საელჩოს წარმომადგენლებს თავიანთი მოთხოვნები გააცნო.
„მივიჩნევ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩემთვის. ამასაც არ ველოდით, რომ ვინმე წარმომადგენელი შეგვხვდებოდა. როგორც მითხრეს, ელჩი, კელი დეგნანი არ იმყოფება ამ წუთას ადგილზე. მათ თქვეს, რომ ჩვენ აუცილებლად, დაწვრილებით გადავცემთ ყველაფერსო. ავუხსენი ყველა დეტალი, რა ხდება, როგორ ხდება და ვინ არიან ჩარეულნი. მათ თქვეს, რომ საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობა სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები