მალტაზე, კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების ფონზე, აგვისტოში 4 მუსიკალური ფესტივალი გააუქმეს

მალტაზე, “კოვიდ-19”-ით ინფიცირებულთა მატების გამო, აგვისტოში 4 მუსიკალური ფესტივალი გაუქმდა.

მედიის ინფორმაციით, ფესტივალების:​​ Escape 2 The Island; Rhythm + Waves; BPM Festival: Malta და Mi Casa Festival -ის ორგანიზატორებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ, ტურიზმის საკითხთა სამმართველოს ამგვარი გადაწყვეტილების გამო, იმედგაცრუებულნი არიან.

მალტაში იმედოვნებდნენ, რომ წლის ბოლომდე ფესტივალების ეპიცენტრი გახდებოდნენ, რადგან მალიორკასა და იბიცაზე ღამის კლუბების უმრავლესობა დახურულია, ბრიტანეთის ფესტივალები – კი გაუქმებული.

გასული კვირის მონაცემით, კუნძულზე სადაც 450 ათასი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 701 დადასტურებული შემთხვევა იყო, 9 პაციენტი გარდაიცვალა.

თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეა, ახალი შემთხვევების რიცხვი 860-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები