თამარ ბაჩალიაშვილის მამა: გვინდა, რომ აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს ეს საქმე, ცოცხალი თავით არ დავიხევ უკან
“გვინდა, რომ სიმართლე დადგინდეს, ცოცხალი თავით არ დავიხევ უკან”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, საქმე ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს.
“გვინდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს ეს საქმე, იმას ვენდობით. დადგინდეს სიმართლე. მეტი არაფერი მინდა. ცოცხალი თავით უკან არ დავიხევ. დღეს გაფრთხილებითი აქცია იქნება, მერე ამას რა მოჰყვება, ალბათ, თვითონ კარგად იციან”, – განაცხადა ბაჩალიაშვილის მამამ.
გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან დღეს აქციას გამართავენ.