მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილია, ერთთან კი ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება

“ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი შემოტანილი შემთხვევაა, ერთთან ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, წყაროსა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს.

“კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი ადამიანი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში 241 ​პაციენტი მკურნალობს.

სამი ახალი შემთხვევიდან  ორი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთთან ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, წყაროსა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს – 37 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები