საპენსიო სააგენტო: 3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, საინვესტიციო პროცესების გამჭვირვალობისთვის საპენსიო სააგენტო სტატისტიკურ შედეგებს ყოველი თვის დასაწყისში წარადგენს.
“საინვესტიციო პროცესების გამჭვირვალობისთვის საპენსიო სააგენტო ყოველი თვის დასაწყისში წარადგენს სტატისტიკურ შედეგებს. 3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. ამჟამად, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე – ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია (ივლისის მდგომარეობით 5.7%). საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.