კინოჩვენებები „ჩაის სახლში“ – შექსპირის 5 ტრაგედია სცენაზე

„ჩაის სახლი“ ბაღში კინოჩვენენებების სერიას მასპინძლობს. 3-8 აგვისტოს, მიმდინარე კვირის, თემა უილიამ შექსპირის ნაწარმოებები იქნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, XV საუკუნის ინგლისელი მწერლის ტრაგედიები უამრავი რეჟისორის შთაგონება გამხდარა, მათგან მხოლოდ 5 შეარჩიეს.

03.08. „რომეო+ჯულიეტა“ – შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში. მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძოლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია…

04.08.  „ოტელო“ – ოლივერ პარკერის მიერ გადაღებული შექსპირის კლასიკური პიესის განსხვავებული ინტერპრეტაცია.მოქმედება თანამედროვე სამყაროში ხდება.

05.08.  „მაკბეტი“  – უილიამ შექსპირის უკვდავი ნაწარმოების ეკრანიზაცია. სურათში მოქმედება მაკბეტის გარშემო ვითარდება. იგი ცბიერი შოტლანდიელი ლორდია, რომელიც არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან, რათა გახდეს მეფე…

06.08.  „ტიტუსი“  – ომს არ მოაქვს გამარჯვება – ყველაზე ხმაურიან გამარჯვებას სასტიკი დამარცხება მოჰყვება თან. გამარჯვებული გენერალი ტიტუს ანდრონიკი რომში ტრიუმფით ბრუნდება და თავისი ტყვეების სიკვდილით დასჯას ითხოვს… მაგრამ გოთების მშვენიერი და ცბიერი დედოფალი ტამარა სიკვდილს გადაურჩება და ტიტუსზე შურისძიების ფიცს დადებს.

07.08.  „ჰამლეტი“  – ჰამლეტი დენმარკის პრინცია, რომელიც ბრუნდება სახლში მამის მკვლელის საპოვნელად. მისი დედა თხოვდება მკვლელზე, მის ბიძიაზე. ამასობაში ომი მწვავდება.

ყველა სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.

მის: ჭავჭავაძის №1. თსუ-ს I კორპუსის ეზო. „ჩაის სახლი“ ბაღში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები