არჩილ თალაკვაძე: თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს ძველი ოპოზიციაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია, არჩევნები მათი დღის წესრიგი არაა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებებით მოქმედებს.

„ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი განგებ აკეთებს განცხადებებს, რომ შექმნას განწყობა, თითქოს, ხელისუფლებას არ უნდა დამკვირვებლები. პირიქით, ძველ ოპოზიციას არ უნდა ბევრი დამკვირვებლის ჩამოსვლა. საერთოდ, მათი დღის წესრიგი არაა არჩევნები და მშვიდი საარჩევნო პროცესი. ისინი დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა ის ხალხი საპარლამენტო დარბაზებში რას სჩადიოდა, ასევე ქუჩაში, სადაც დემოკრატიული და მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, მათ ყველაფერი გააკეთეს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის განხოროცელებისთვის. თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც დღესაც ცდილობს, რომ არჩევნებს ჩრდილი მიადგეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძე ამბობს, ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან სამუშაო შეხვედრები უკვე დაწყებულია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ოქტომბერში ჩატარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები