მანჩესტერში, კორონავირუსის გამო, საგანგებო ვითარება გამოცხადდა
მაჩესტერში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო, საგანგებო ვითარება გამოაცხადეს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ამშვიდებს და განმარტავს, რომ საგანგებო ვითარების გამოცხადება რადიკალური ზომების მიღებას არ გულისხმობს.
“ეს ნაბიჯი საჭიროა იმისთვის, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა აუცილებელ რესურსებთან წვდომა უმოკლეს დროში მიიღონ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის 20 მუნიციპალიტეტიდან სწორედ დიდ მანჩესტერზე მოდის ინფიცირებულთა ყველაზე დიდი მატება.
დიდი მანჩესტერი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში შედის, სადაც 31 ივლისს კარანტინი გამოცხადდა.
აღმოსავლეთ ლანკაშირში, დასავლეთ იორკშირის ზოგიერთ ნაწილში, ასევე, დიდ მანჩესტერში ადგილობრივებს დახურულ სივრცეებში შეკრება აუკრძალეს.
ეპიდემიის დაწყებიდან ბრიტანეთში კორონავირუსის 306 319 დადასტურებული შემთხვევაა, 46 286 პაციენტი კი გარდაიცვალა.