ირაკლი მაჭარაშვილი ნინო წილოსანს: მადლობა თქვენ, რომ ექსპერტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტის ვერსია მიიღო პარლამენტმა

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას” ხელმძღვანლის, ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტები – „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” და „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” რევოლუციური კანონპროექტებია.

„იმედი მაქვს, ამ მოწვევის პარლამენტი მესამე მოსმენითაც მიიღებს კანონპროექტებს არაგვისა და თრუსოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ეს კანონები მართლაც არის რევოლუციური იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების მონაწილეობის მაღალ სტანდარტს ქმნის გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მადლობა მინდა, გადავუხადო პარტნიორ ორგანიზაციებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და EMC-ს, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდით ამ კანონპროექტზე და მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენ, რომ ჩვენი, ექსპერტების, საზოგადოების და, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტის ვერსია მიიღო პარლამენტმა”, – მიმართა ირაკლი მაჭარაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს კომიტეტის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები