თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო ტელევიზია ექნება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო.

როგორც „კვირას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ტელევიზია – TAFU TV – ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს საუნივერსიტეტო მაუწყებლობას.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი პირველია, რომელიც მსგავსი ტიპის მაუწყებლობას დაიწყებს.
საუნივერსიტეტო მაუწყებლობის მიმართულება იქნება კულტურა და ხელოვნება.
ვულოცავთ ჩვენს ძვირფას სტუდენტებს TAFU TV-ს გახსნას ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს
ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. დიდი მადლობა კომუნიკაციების კომისიას და ბატონ კახა ბექაურს, ასევე  – ბატონ მიხეილ გიორგაძეს“, – აღნიშნავენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები