სანდრო გეგეჭკორის სოლოკონცერტი

3 აგვისტოს, 20:00  საათზე, „უღრან ტყეში“, წყნეთში, სანდრო გეგეჭკორის სოლოკონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სანდრო 3 აგვისტოს „უღრან ტყეში“ „ახალი თაობის  ვარსკვლავების“ სამდღიან ფესტივალს მეგობრებთან ერთად შეუერთდება.
მონაწილეობენ: ანასტასია აღლაძე (ვიოლინო);
სალომე ჟორდანია (ფორტეპიანო);
მირიან კვალიაშვილი (ჩელო).

შესრულდება: შოპენი – სონატა №3, ნაწილი 4;
რახმანინოვი – „ელეგიური ტრიო“;
შოსტაკოვიჩი – „ტრიო ნომერი 1“;
იზაი – სოლო სავიოლინო სონატა №3 – „ბალადა”;
სენ-სანსი – „რონდო კაპრიჩიოზო“;
ფრანც ლისტი – სონატა „სი მინორი“.

„ახალი თაობის ვარსკვლავების ფესტივალი“ 2019 წელს პირველად გაიმართა, მთავარი იდეა ნიჭიერი მუსიკოსების აღმოჩენა და მათი სამომავლო ხელშეწყობაა.

სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულია. ის საფორტეპიანო სოლო კონცერტებს მართავს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებში: „კონცერტგებაუ“ – სამეფო დარბაზი (ამსტერდამი), კაიზერის დარბაზი (ვენა), ნანჯინგის საკონცერტო დარბაზი (ნანჯინგი). ასევე გამოდის სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით.
კარი გაიღება 17:00 საათიდან
ორგანიზატორების თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგური ვითარების შეცვლის ან ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტების თარიღები შესაძლოა, შეიცვალოს. სურვილის შემთხვევაში, შეძენილი ბილეთების თანხა უკან დაუბრუნდება ყველას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები