„რაინდული ბუნების ხელოვანი“ – 3 აგვისტო თენგიზ არჩვაძის დაბადების დღეა

3 აგვისტო საქართველოს სახალხო არტისტის – თენგიზ არჩვაძის დაბადების დღეა, მას 88 წელი შეუსრულდა. სოციალურ ქსელში რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი ულოცავს მსახიობს დაბადების დღეს და  სტატუსს აქვეყნებს.
„დღეს ქართველი ხალხის საყვარელ მსახიობს, თენგიზ არჩვაძეს, 88 წელი შეუსრულდა.
რუსთაველის საზოგადოება ულოცავს ბატონ თენგიზს და ბედნიერსა და ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს!
ეს სურათი მახსენებს იმ დღეს, როცა მარჯანიშვილის თეატრის წინ თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნა და ჩვენ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, ბატონ თენგიზს, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების სახელით გადავეცით დიპლომი, ქართული კულტურის რაინდის წოდება რომ მიენიჭა. ეს დადასტურებაა იმისა, რომ ბატონი თენგიზი, დღიდან ქართულ კინოსა და სცენაზე გამოჩენისა, მუდამ მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მატარებელი, რაინდული ბუნების ხელოვანია“, – წერს დავით შემოქმედელი.

ფოტო: დემიკო ლოლაძის.
მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი. 2011 წლის 25 იანვარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები