მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

მექსიკაში ჟურნალისტი, პაბლო მორ-რუგარესი მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი დაცვასთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ორივე ადგილზე დაიღუპა.

მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია, თუმცა მომხდარი, სავარაუდოდ, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

მორ-რუგარესის მკვლელობა 2016 წელსაც სცადეს.

ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ინფორმაციით, წელს ეს მექსიკაში რეპორტიორის მკვლელობის მეოთხე შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები