შაორის და აბულის კომპლექსების არქეოლოგიური კვლევა გრძელდება

შაორის მთასთან გამოვლინდა ყორღანი, რომლის არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  გენერალური დირექტორი, ნიკა ანთიძე ავრცელებს ინფორმაციას.
„მეცნიერები წლების განმავლობაში სიფრთხილით ეკიდებოდნენ მეგალითური (ე.წ. ციკლოპური) ძეგლების შესწავლის საკითხს, მაგრამ საინტერესო შრომები მაინც იქმნებოდა.
ორი წელია, რაც სააგენტოც ჩაერთო ამ უნიკალური მემკვიდრეობის შესწავლაში. წელსაც მიმდინარეობს შაორის და აბულის კომპლექსების კვლევა. ძეგლების სრულფასოვანი კვლევისთვის საჭიროა მიმდებარე ტერიტორიებზეც არქეოლოგიის ჩატარება.
წელს, სააგენტოს დაფინანსებით, გაგრძელდა კვლევის პროექტი. შაორის მთასთან გამოვლინდა ყორღანი, რომლის არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს.
პროექტი დაფინანსებულია სააგენტოს მიერ, ხოლო ძეგლს იკვლევს არქეოლოგი დიმიტრი ნარიმანაშვილი“, – წერს ნიკა ანთიძე.

ფოტოები: დიმიტრი ნარიმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები