კახეთში, აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისათვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებმა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაასრულეს.
მათივე ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ბესიკ სუმბაძეს, სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად, ყურძნის მოსავლის 75%-მდე გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. მან, სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო. ბესიკ სუმბაძე ზარალის ანაზღაურების თანხას, 22 000 ლარზე მეტს, სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებს.
3 ჰა-ზე მეტი ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 2 200 ლარს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 2 200 ლარს შეადგენს.