კელი დეგნანი: შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა

“შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ საქართველოში. საბოლოოდ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ამ შეთანხმების თანახმად მხარეებმა დადეს პირობა, რომ არ იქნება ჩარევა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, ამ პირობას არ აქვს რაიმე კონკრეტული ვადა” , – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები