თეა წულუკიანი: სენატორის “ტვიტერი” სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ეს ხუმრობით, სერიოზულად კი, ლობიზმი ვინც იცის, რა არის, ის ხვდება, რაც ხდება

“თუკი რომელიმე მსჯავრდებული, მათ შორის, გიორგი რურუა არის უკმაყოფილო თავისი განაჩენით, ამისთვის სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები არსებობს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება.

„კარგი იქნება თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის, რურუას შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა სენატორ ანრიუს კუბილიუსისა და ევროპარლამენტარ ჯიმ რიშის მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ შეიწყალოს გიორგი რურუა, თეა წულუკიანმა უპასუხა – “სენატორის “ტვიტერი” აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი, ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება. მე კი ვიტყოდი, რომ, სამწუხაროდ, ლობიზმი ისეთი ინსტიტუტია, რომელიც ხანდახან იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ესა თუ ის კანონმდებელი, სენატორი იქნება, თუ კონგრესმენი შეყვანილი იქნეს შეცდომაში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, ის არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და მე ვერ ვიქნები საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება ჰქონდეს მას მიღებული ან საერთოდ გეგმავს თუ არა ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღებას”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები