თერჯოლაში 9 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

თერჯოლაში რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, მათგან  6 მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე გზების მოწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა გოგიაშვილი მიმდინარე პროექტების სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს.

ლაშა გოგიაშვილმა, მონიტორინგის ფარგლებში, მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და მერის წარმომადგენელ სოლომონ დათუაძესთან ერთად ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ, ამბროლაძეების უბანში გზის არმირებული ბეტონით მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება, გარდამავალია და შედეგად,  ჯამურად, სოფელ ქვედა სიმონეთში 6 კმ.-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება. პროექტს, რომლის ღირებულებაც 1,364,395 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “მიმდემი” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები