ხეთაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის შესაბამისად, დაიგო ახალი ხელოვნური საფარი, შეკეთდა და შეიღება სტადიონის ღობე. სტადიონის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 59 000 ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები