ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მალხაზ თორიას შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი – მარეკ შჩიგელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე მალხაზ თორიას შეხვდა. შეხვედრაზე პანდემიასთან ბრძოლისა და “კოვიდ19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
მალხაზ თორია მარეკ შჩიგელს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, ასევე, შეეხო რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და მიმდინარე მსხვილ, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მარეკ შჩიგელთან ერთად მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ელჩი, მარეკ შჩიგელი 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები