გარდაცვლილი მაღაროელის მეუღლე „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს “სიცრუეს” უწოდებს (ვიდეო)

„თრომბით გარდაიცვალა, როგორ ვთქვა, ჰაერის უკმარისობა იყო-თქო“, – ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში 57 წლის მერაბ მუმლაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს გარდაცვლილის მეუღლე, მანანა კაპანაძე ეხმაურება და მას სიცრუეში ადანაშაულებს.

მანანა კაპანაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიამ მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით იცრუა, როცა სიუჟეტში ამტკიცებდა, რომ მერაბ მუმლაძე მაღაროში ჰაერის უკმარისობისგან გარდაიცვალა.

იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა რეალურად, „რეპორტიორი“ გარდაცვლილის მეუღლეს დაუკავშირდა და მომხდარი დეტალურად გამოკითხა.

მანანა კაპანაძე ამბობს, რომ ტყუილია რაიმე მიზეზის მოგონება, რადგან, მედიკოსების დიაგნოზით, მის ქმარს თრომბი ჰქონდა. კაპანაძის თქმით, გულის შეტევა მერაბ მუმლაძეს ნებისმიერ ადგილას შეიძლება, დამართნოდა, რაშიც სამსახურს ვერ დაადანაშაულებს.

ის, რაც შეიძლება მომხდარიყო ქუჩაში, სახლში, საწოლში, მოხდა სამსახურში. არ მივიჩნევ, რომ უბედური შემთხვევა პოლიტიზებული უნდა იყოს, მე მაქვს ჩემი წუხილი და ამის პოლიტიზება და ასეთ კონტექსტში მოხსენიება ჩემთვის მიუღებელია. როგორ ვთქვა, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა-მეთქი, მაშინ სხვა თანამშრომლებიც ვერ ისუნთქებდნენ… იპოთეკური სესხი ჰქონდა ჩემს მეუღლეს და შესაძლოა, ამაზე ფიქრისა და ჯავრის გამო გულმა უღალატა. ნერვიულობის ფონზე აქვს განვითარებული გულის შეტევა. მე პრეტენზიები არ მქონია არანაირი, თუ რაიმე მეკუთვნის კომპანიისგან, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე არხთან განცხადება, თორემ არაფერი კომპანიის საწინააღმდეგო მე არ მაქვს. პირიქით, „ჯორჯიან მანგანეზი“ პირველი წუთებიდან გვერდიდან არ მომშორებია და დაკრძალვის ხარჯებიც თავის თავზე აიღეს… არცერთ პოლიტიკურ წარმომადგენელს არ აქვს უფლება, რომ პოლიტიკური სარჩული მისცეს ადამიანის უბედურებას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს კაპანაძე იქნება თუ სხვა გვარის“, – ამბობს მანანა კაპანაძე „რეპორტიორთან“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები