დაბა სტეფანწმინდის სპორტ-კომპლექსში მეკლდეურებისთვის ახალი საცოცი კედელი მოეწყო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდის სპორტ-კომპლექსში მეკლდეურობის ახალი საცოცი კედელი მოეწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების საცოცი კედლი აღჭურვილია შესაბამისი აქსესუარებითა და უსაფრთხოების მექანიზმებით.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით აგრძელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები