რატი იონათამიშვილი: გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენით კრიმინალური და ხელმოცარული ოპოზიციის აბსურდულ კამპანიას წერტილი დაესვა

“გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლომ ობიექტური განაჩენი გამოიტანა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ჰყავს.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. სასამართლომ გამოიტანა ობიექტური განაჩენი კონკრეტულ სამართალდარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ამ განაჩენით წერტილი დაესვა კრიმინალური და ხელმოცარული ოპოზიციის იმ აბსურდულ კამპანიას, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მათი კრიმინალური ლიდერი უდანაშაულოდ წარმოეჩინათ ამ პროცესში”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები